Posts

მეცხრე დღე

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტრენინგი ჩემთვის. ძალიან საინტერესო ხერხები და ხრიკები ვისწავლე საპრეზენტაციო პროგრამაში სამუშაოდ. ვისწავლე ფაილების გამოქვეყნება ბლოგზე, რაც ასე რთულად მეჩვენებოდა. მადლობა ჩვენს ტრენერს ქ-ნ ლილი ზოიძეს საინტერესო ტრენინგისთვის. სასარგებლო რჩევებისა და გვერდში დგომისთვის.

მერვე დღე

ძალიან საინტერესო იყო მთლიანად ტრენინგი. დიდხანს ველოდი და ნამდვილად ღირდა ლოდინად. შევისწავლე პროექტის დაგეგმვა( მართალია, დამიწერია და განმიხორციელებია პროექტები, მაგრამ, ახლა პროექტის ორგანიზებისაათვის საჭირო ბევრი შაბლონი თუ ჩეკლისტი ვნახე და გამოვიყენე) ბევრი გავიგე პროექტული სწავლების შესახებ. ვფიქრობ ხშირად დავგეგმო და განვახორციელო პროექტები. შევიძინე კომპიუტერული პროგრამების(საპრეზენტაციო პროგრამის, ბუკლეტისა და ელექტრონული გაზეტის შექმნის) გამოყენების უნარი- ჩვევა. პროექტის პორტფოლიო და პორტფოლიოს პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ბლოგზე.

მეშვიდე დღე

 საინტერესოდ ჩაიარა. გავეცანით და შევისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები, შევქმენით ჩვენი  მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასება. საინტერესო იყო დღევანდელი დღე, მადლობა ამისთვის ჩვენს ტრენერს.

მეექვსე დღე

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე. ჩემთვის, როგორც ქაღტული, როგორც მეორე ენის მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანი იყო powerpoint-ის ფორმატში ანიმაციებისა და სხვადასხვა ეფექტების დამატების შესწავლა. მართალია დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საინტერესო იქნება გაკვეთილის მსვლელობისას ამ ფორმატში შექმნილი რესურსების გამოყენება.  გავიგე, როგორ შეიძლება ელექტრონული გაზეთის გაკეთება. შევქმენი მოსწავლის ნიმუში powerpoint-ის ფორმატში . საინტერესო და ნაყოფიერი იყო დრევანდელი დრე და ამისთვის მადლობა ჩვენს პედაგოგს.

მეხუთე დღე

მეოთხე დღე

                                                              დღევანდელ დღეს საინტერესო იყო ჩემთვის პოვერპოინტის საპრეზენტაციო ფორმაში დოკუმენტების ჩაშენება, საკუთარი ფონის შექმნა და ასევე, შეფასების მეთოდებისა და ინდიკატორების შერჩევა პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.      მაინტერესებს, როგორ დავადო ხმოვანი ფაილი ჩემს პრეზენტაციას და ასევე, შესაძლებელია თუ არა , შევქმნა ჩემი ანიმაცია საპრეზენტაციო ფორმაში.      დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გულისხმიერებისათვის.

მესამე დღე

      დღეს გავიგე  ბლუმის განახლებული ტაქსონომიის შესახებ, ზოგადი კითხვების შესახებ( როგორ დავსვა ზოგადი კითხვა, რას უნდა პასუხობდეს ზოგადი კითხვა), ასევე თემატური და შინაარსობლივი კითხვების შესახებ. განვათავსეთ საინფორმაციო ბუკლეტი ბლოგზე.       მაინტერესებს, ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა, სასწავლო ანიმაციებს თუ შევისწავლით?       მადლობა ჩემს ტრენერს საინტერესო და სასიამოვნო შაბათისტვის.